თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
|
საერთაშორისო აღიარება „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ბუქარესტში გამართულ Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე მოიპოვა. შეხვედრაზე, რომელსაც 50-ამდე იმპორტიორი და 200-ამდე სტუმარი ესწრებოდა, განიხილეს შვედური ბრენდის 2023 წლის სტრატეგია, ელექტრიფიკაციის გეგმები და ბიზნესის განვითარების საკითხები სხვადასხვა მიმართულებით. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა, სადაც საქართველოს წარმომადგენლობამ გამარჯვებულის ჯილდო პირადად Volvo Cars EMEA-ს აღმასრულებელი დირექტორისგან, ხესუს ფერნანდეს დე მესასგან მიიღო.
2022 წლის გაყიდვების გეგმის შესრულება; ბაზრის წილის ზრდა; Volvo Cars-ის გლობალური სტანდარტების 100%-ით შესრულება; სხვადასხვა სისტემის ათვისება; მომხმარებლის უკუკავშირი და სერვისის მრავალფეროვნება - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ყველა კრიტერიუმში, მსოფლიო მასშტაბით, უფრო გამოცდილ კონკურენტებზე უკეთესი შედეგი აჩვენა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
რუსუდან გრძელიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ კომერციული დირექტორი: „Excellence Club-ის ჯილდო ორი წლის წინ მიუღწევლად გვეჩვენებოდა, რადგან Volvo Cars-ის კონკურსში ძალიან დიდი გამოცდილების მქონე იმპორტიორები მონაწილეობენ და ჩვენი გასავლელი გზა საკმაოდ გრძელი ჩანდა. „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ამ ჯილდოს მიღებით დაამტკიცა, რომ კომპანიაში ოპერაციები მაქსიმალურად გამართულია და შვედურ სტანდარტებთან და მუშაობის პრინციპებთან სრულ თანხვედრაში ვართ. Excellence Club წარმატების პირდაპირი ინდიკატორია, შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენლობა Volvo-ს მსოფლიო რუკაზე ახლა უკვე მონიშნულია, როგორც წარმატებული ბიზნესი საქართველოდან. ძალიან რთული და კონკურენტული იყო გამარჯვების ტიტულისთვის ბრძოლა, თუმცა Excellence Club-მა დაგვანახვა, რომ გუნდური შრომითა და მონდომებით ასეთი დიდი აღიარებაც მიღწევადია. ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული იყო Volvo Cars-ის სათავო ოფისიდან მიღებული მოლოცვები და იმაზე ხაზგასმა, რომ ჩვენ ძალიან მალე მოვახერხეთ ამ შედეგების მიღწევა. ასევე გამარჯვებულის სტატუსს თან ახლავს „საგზური“, რომლითაც შევძლებთ, დავესწროთ Ocean Race-ს ნიდერლანდებში და ვესტუმროთ ვოლვოს ქარხანას ბელგიაში“.
„ვოლვო ქარ კავკასია“ EMEA-ს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ახალი და მზარდი იმპორტიორია. თითქმის 4 წელია, კომპანია შვედური სტანდარტის ყველა დაცვით ოპერირებს და გაციფრულების მაღალი დონით გამოირჩევა. 2021 წელს „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პირველი ონლაინ მაღაზია ჩაუშვა რეგიონის მასშტაბით და მომხმარებლისთვის ავტომობილის შერჩევა-შეძენის პროცესი ვებგვერდის მეშვეობით გახადა შესაძლებელი.
ამ პერიოდის განმავლობაში „ვოლვო ქარ კავკასიის“ გუნდმა შეძლო და გამართა ასობით ბიზნესპროცესი, დანერგა CRM სისტემა, მომხმარებლის კმაყოფილების პლატფორმა და აპლიკაცია, საიდანაც ვოლვოს მფლობელებს ავტომობილის კონტროლი დისტანციურად შეუძლიათ.
რუსუდან გრძელიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ კომერციული დირექტორი: „Volvo Cars-სთვის ძალიან პრიორიტეტული არიან ადამიანები და სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ჩვენი პროდუქტი ადამიანებზე და მათი ცხოვრების გამარტივებაზე იყოს მორგებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არიან ჩვენი თანამშრომლები და მომხმარებლები, რომლებსაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიურ ავტომობილებს ვთავაზობთ. სწორედ ამ ორი მიმართულებით კმაყოფილების არსებობაა ჩვენი წარმატების მთავარი განმსაზღვრელი. ამას კიდევ უფრო უკეთესად ორი ახალი VRE (Volvo Retail Experience) შოურუმით მოვახერხებთ, რომლებიც 2023 წლის მე-3 კვარტალში თბილისში და შემდეგ ბაქოში გაიხსნება. Excellence Club-ის გამარჯვებულის ტიტული მოწმობს იმას, რომ Volvo Cars EMEA საიმედო პარტნიორად მოგვიაზრებს, რაც გვაძლევს დიდ უპირატესობას და რეგიონში გაფართოების საშუალებას“.
„ვოლვო ქარ კავკასია“ უკვე მზადაა სრულად გაციფრულებისთვის და ელექტრიფიკაციისთვის. როგორც კომპანიაში ამბობენ, დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობები ბრენდს ხელს შეუწყობს ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდაში. ასევე მთავარი მიზანია, ვოლვოს ქართული წარმომადგენლობა Excellence Club-ის გამარჯვებული ყოველ წელს გახდეს და საქართველოს ოფისი ვოლვოს გლობალურ რუკაზე თვალსაჩინო ადგილს იკავებდეს.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერ...
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“. &n...
„თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარე...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები