1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

78-ე მუხლი კონსტიტუციაში ჩემი ხელით არის დაწერილი, შეხსენება არ მჭირდება – კობახიძე

78-ე მუხლი კონსტიტუციაში პირადად ჩემი ხელით არის დაწერილი, აქედან გამომდინარე, ამ მუხლის შეხსენება არც მე მჭირდება და არც ჩემს კოლეგებს, ბუნებრივია. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში განვითარდა – გარკვეული აღქმა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ინიცირებული კანონი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ეს აღქმა არ ეფუძნებოდა ობიექტურ საფუძველს – რომ გავყვეთ კანონის შინაარსს, არაფერი კავშირი არ აქვს რუსულ ანალოგთან, არც ამერიკულ ანალოგთან, უბრალოდ, იყო ბრენდირება, რის წინააღმდეგაც, სამწუხაროდ, არგუმენტები არ იყო საკმარისი.

კანონპროექტი არ იყო წინააღმდეგობაში ჩვენს ევროპულ მომავალთან, პირიქით, ის უზრუნველყოფდა ორგანიზაციების გამჭვირვალობას, რომელიც არის ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი, თუმცა მეორე იყო აღქმა და ჩვენ ამ აღქმას ანგარიში გავუწიეთ.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები