1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან მიმართებაში"

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით:

სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ეს საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა. ეს კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს და საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ორგანიზაციების მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, საზიანო შედეგებს მოუტანს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან მიმართებაში და შეგახსენებთ, რომ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება გააჩნია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები