1 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საქმე დასწრების გარეშე და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სარჩელი არ დააკმაყოფილა - სასამართლომ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ისე დატოვა, რომ სხდომა არც კი ჩაუნიშნავს. 

გადაწყვეტილება ადვოკატებს ტელეფონთ რამდენიმე წუთის წინ შეატყობინეს. 

"პროცესები არ ჩანიშნეს და ახლა დამიკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და მითხრა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და არევაძის განჩინება დარჩა ძალაში. ანუ უარი ეთქვა სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე ისე რომ სასამართლო პროცესებიც კი არ ჩაუტარებიათ. საქართველოს მოსამართლეებმა დაადასტურეს, რომ ისინი არიან ქმედუუნარონი. სააკაშვილს წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. მას წაართვეს ასევე სიცოცხლის უფლება." ,- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ საბოლოო ჯამში მესამე პრეზიდენტის საქმე სტრასბურგში წავა.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი განიხილავდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სარჩელი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა, რაც ადვოკატებს სააპალაციოში ჰქონდათ გასაჩივრებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები