1 2 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიციელი დაჭრილ ქალს გადაეფარა და ისიც მოკლა – საგარეჯოში მაღაზიის თანამშომელი

პოლიციელი დაჭრილ ქალს გადაეფარა და ისიც მოკლეს – აცხადებს, საგარეჯოში მაღაზიის თანამშრომელი. სუპერმარკეტთან შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ნოდარ ათუაშვილმა მაღაზიის  ორი თანამშრომელი დაჭრა. პოლიციის თანამშრომელი ოთარ ღვინაშვილი სწორედ მათთან იყო მისული. 38 წლის სამართალდამცველი დაჭრილ ქალს გადაეფარა, რა დროსაც ტყვია მოხვდა. პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა.

“დაჭრილები არიან მაღაზიის თანამშრომლები. ბიჭს მუცელი აქვს გამოფატრული, გოგოს თვალში აქვს მოხვედრი ტყვია, დამლაგებელი ფეხშია [დაჭრილი], გადაეფარა პოლიციელი და ის კიდე მოკლეს, ამ დროს დაიღუპა, რომ გადაეფარა იმ დამლაგებელს. სროლების ხმა იყო, კაკანებდა ავტომატებიო. სასწრაფო შემოსულა და სასწრაფოც არ შეუშვიათ. სასწრაფოსაც ესროლა”,- ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები