0 9 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მოძალადეს სასჯელი 1 წლით შეუმცირა

სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე თავდამსხმელ პუტინისტებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ორგანიზების ბრალდება მოუხსნა, ხოლო ძალადობის მუხლებში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე მაია თეთრაულმა – აკაკი ნაკაშიძეს, დავით კუტალაძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავდაპირველად მათ სასჯელის სახით 5-5 წლით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ბრალდებით დავით კუტალაძე 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალი თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინეს.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა ალტ ინფოს და კოკა მორგოშიას ლიდერობით, სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები