1 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქართული სამზარეულო ,,პური და ღვინოში“

ქართული სამზარეულო, რომ განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და გამორჩეულია, ამას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებიც გვიდასტურებენ. რესტორანმა “Bread&Wine”-მა, რომლის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ციფრული მარკეტინგია, მიიქცია უამრავი ტურისტის ყურადღება. საქართველოს ყოველ კუთხეს ერთმანეთისგან განსხვავებული ტრადიციული კერძები ახასიათებს. ყოველი კერძი კი საკუთარ ისტორიას გვიყვება.

სტატიაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელ კერძებსა და სასმელებზე ვისაუბრებთ.

ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილს მცხეთა მთიანეთი წარმოადგენს და მისი შემადგენელი ნაწილი ხევის, ხევსურეთის, ფშავის, მთიულეთისა და დუშეთის მხარეებია.

ხინკალი

ხინკალი ტრადიციულ კერძად აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ჩამოყალიბდა. მისი შექმნის ისტორია მოხევეებს, ფშავებს, მთიულებსა და ხევსურებს უკავშირდებათ. თუმცა ხინკლის სხვადასხვა სახეობები მას შემდეგ, არა მხოლოდ საქართველოში, არამდეთ მთელ კავკასიაში გავრცელდა.

ხინკალი დაკეპილი ხორცის ნაზავისა და ტომარისებური ცომის ერთობლიობაა.

მისი მომზადების წესი კი ასეთია; მოზელილ ცომს ძალიან თხლად აბრტყელებენ, ჭრიან მრგვალ ფიგურებად, მიღებულ ცომის ნაწილში დებენ შიგთავსს და ცომს პირს ტომარასავით უკრავენ. მომზადებულ ცომის ფიგურებს  ქვაბში ათავსებენ და ხარშავენ. როდესაც ხინკალი ქვაბის ძირიდან ზედაპირისკენ გადმოინაცვლებს, ეს იმის ნიშანია, რომ კერძი უკვე მოიხარშა და მზად არის ამოსაღებად.

თეფშზე გადატანილ ხინკალს მისი შიგთავსის მიხედვით განსვახვავებულად მიირთმევენ. ხორცის ხინკალს განსაკუთრებულად შავი დაფქული წიწაკა უხდება. ყველისა და კარტოფილის ხინკალს კი გამდნარ ერბოსთან ერთად მიირთმევენ.

ვინც ტრადიციული ხინკლის გემოვნურ თვისებებში კარგად ერკვევა, მარტივად მიხვდება, რომ  лучшие хинкали в Тбилиси სწორედ ресторан "პური და ღვინოში“ მზადდება.

„პური და ღვინოს“ სტუმრებისთვის კერძებს პროფესიონალი მზარეულები ამზადებენ. ამის დასტური კი რესტორნის სამზარეულოა, რომელიც ტრადიციულ სახეს მუდმივად ინარჩუნებს და ყოველთვის განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირევა.

"პური და ღვინოში“ 4 სახის ხინკლის დაგემოვნებაა შესაძლებელი. რესტორნის მზარეულები ხინკალს ძალიან თხელი ცომისა და უხვი შიგთავსისგან ამზადებენ. რესტორანში ტრადიციულად, ხორცისგან მომზადებული ხინკალი, თავს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში გაგრძნობინებთ.

"პური და ღვინოს“ ადმინისტრაციამ ვეგეტარიანელებსა და ვეგანებზეც იზრუნა. მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ  რესტორანში როგორც სოკოს, ასევე ყველისა და კარტოფილის ხინკალი დააგემოვნონ.

ლუდი და არაყი

როგორც ქვეყნის სხვა მხარეებში, აგრეთვე მცხეთა-მთიანეთში, ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს კუთხისთვის დამახასიათებელი ალკოჰოლური სასმელი წარმოადგენს.

ქვეყნის ჩრდილო აღმოსაველთში გავრცელებულია საფერავისა და ხიხვის ვაზის ჯიშები. განსაკუთრებულად მაღალმთიან პროვინციებში კი, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყით და ლუდით ანაცვლებენ.

"პური და ღვინოს“ რესტორანში ხინკალს, როგორც ჩამოსასხმელი, ასევე ბოთლის ლუდი შეგიძლიათ მიაყოლოთ. მენიუში ასევე შეხვდებით ხინკლის მთავარ მეწყვილეს, ჭაჭას. "პური და ღვინოში“ მუხაში დაძველებული ჭაჭისა და ლიმონის ჭაჭის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში  სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას  წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს უთმობენ.


 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები