1 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ მონაწილეობა ოცმა კომპანიამ მიიღო

საქართველოს ბანკი აგრობიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.  „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ მონაწილეობა უკვე ოცმა კომპანიამ მიიღო, რომელიც პროგრამაში ჩართულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, სამი თვის განმავლობაში მაღალკვალიფიციური საბუღალატრო კომპანიის Nexia TA-ს მომსახურება  სრულიად უფასოდ მიიღონ. ბიზნესები პროგრამაში მონაწილეობით ფინანსური აღრიცხვის სწორად წარმოებას, პროცესების გამარტივებასა და საქმიანობის მეტად განვითარებას შეძლებენ.

 

„საქართველოს ბანკი  მუდმივად ცდილობს აგროსფეროში ჩართულ კომპანიებს მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტები შესთავაზოს, რაც ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. აგრო ბუღალტერიის პროგრამაში უკვე ოცმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ისინი მოწესრიგებული ბუღალტერიით ბიზნესპროცესებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ, რის შედეგადაც  მათთვის  ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, რუსუდან ბარათაშვილმა

 

ინფორმაციისთვის, „აგრო ბუღალტერია“ საქართველოს ბანკის სამთვიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში და ფინანსური ანგარიშგება სრულად მოაწესრიგონ. ასევე, მიიღონ საჭირო ცოდნა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვასთან დაკავშირებით და პროექტის დასრულების შემდეგ მარტივად განაგრძონ ბუღალტერიის წარმოება.

„აგრო ბუღალტერიის პროგრამა“  EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად ხორციელდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები