1 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რამდენადაც ვიცი, სააკაშვილი მზადაა, სასამართლოს დისტანციურად ჩაერთოს – ვივამედის დირექტორი

“ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მზად არიან მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართონ.

“დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება, მდგომარეობა, ყველაფერი იქნება ნორმალურად. მე რამდენადაც ვიცი, მზად არიან, რომ ჩაერთოს”, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ცნობით, თავის მხრივ, სასამართლო მზადაა, ექსპრეზიდენტი დისტანციურად ჩართოს.

“მომზადებულია მონიტორები” – აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები