1 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

16-18 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებითა და თიბისის  მხარდაჭერით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.  

ფესტივალი აერთიანებს ასოციაციის მიერ დაფუძნებულ  წიგნის საახალწლო ფესტივალსა და 2021 წელს, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ფარგლებში დაარსებულ საბავშვო წიგნის ფესტივალს. შესაბამისად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.  ფესტივალზე იქნება თიბისის საბავშვო სივრცე, სადაც სტუმრებს დახვდებათ მრავალი საგანმანათლებლო თუ გასართობი აქტივობა.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.

ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისისთვის 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. მეოთხე ათწლეულის დასაწყისში, თიბისიმ გადაწყვიტა ახალი თაობის ხელშეწყობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს და ახალგაზრდებზე მორგებული პროდუქტები შექმნას. სწორედ ამიტომ, ფესტივალზე, თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Mastercard ბარათის მფლობელებს შეეძლებათ გამომცემლობების სრულ უმრავლესობასთან გადახდილი თანხის 30%  უკან დაიბრუნონ. მათ, ვისაც ჯერ არ აქვთ თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათი, შესაძლებლობა ექნებათ ფესტივალზე, თიბისის სივრცეში, მარტივად აიღონ, გაააქტიურონ და გამოიყენონ Mastercard-ის ტიპის ბარათები და ისარგებლონ ფასდაკლებით.

წიგნის საახალწლო ფესტივალი მოიცავს როგორც წიგნების გამოფენა-გაყიდვას, ასევე საბავშვო ღონისძიებებს ფესტივალის მთავარ სცენაზე და საბავშვო სივრცეში, საახალწლო  ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვასა და სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობას.

ფესტივალზე მისულებს ადგილზე დახვდებათ თიბისი  სტარტაპერის კვების სივრცე, სადაც სტუმრები შეძლებენ მოისვენონ, გასინჯონ ქართული სტარტაპ კვების ობიექტების მიერ დამზადებული გემრიელი კერძები და კიდევ უფრო სასიამოვნოდ გაატარონ დრო.

18 დეკემბერს, ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურულ კონკურს „ნაკადულის გამარჯვებულთა დაჯილდოება.

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას დასაქმების, განათლების და ახალი პროექტების განვითარების კუთხით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები