თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
|
ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს.
წელს, ICPC-ის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება 47-მა გუნდმა, მათ შორის სომხეთიდან 14, აზერბაიჯანიდან 16 და საქართველოდან 17-მა გუნდმ მოიპოვა. დამატებით 10-მდე ძლიერი გუნდი ჩაერთვება სამხრეთ კავკასიის ღია პირველობაში. ICPC-ის ნახევარფინალი 7 დეკემბერს ჩატარდება ერთ დროულად სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, ქუთაისში და ბარნაულში. 8 დეკემბერს ჩატარდება სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის პერსონალური შეჯიბრება, სადაც დისტანციურად დაშვებულია უკრაინის რამდენიმე საუკეთესო სტუდენტი-პროგრამისტი.
" ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტარდება 2022-2023 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – Internatimal Collegiate Prohgramming Contest) ნახევარფინალი ე. წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის. ამავე დღეს, პარალელურად, საერთო მონიტორის თანხლებით ეს შეჯიბრება ჩატარდება კიდევ სამ საშეჯიბრო მოედანზე, რომლებიც მოწყობილია ალმათიში (ყაზახეთი), ბარნაულში და სანქტ-პეტერბურგში. ამ საშეჯიბრო მოედნებიდან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილე გუნდების საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 240-ს. ეს ნახევაფინალური ზონა ფარავს პოსტ-საბჭოთა სივრცის უმეტეს ნაწილს (უკრაინის, მოლდავეთისა და ბალტიისპირეთის გამოკლებით) და ნამდვილად უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის. საკმარისია ითქვას, რომ აგერ უკვე 15 წელიწადზე მეტია, რაც ყოველწლიურად მსოფლიო ჩემპიონატის მედლების ნახევარი ამ ზონის წარმომადგენლებზე მოდის. ცხადია, სისტემატიური მონაწილეობა ძლიერი შემადგენლობის შეჯიბრებებში სასიკეთოდ აისახება ყველა მონაწილეზე და ხელს უწობს მათი პროფესიული დონის ზრდას“ -თეოდორე ზარქუა, შეჯიბრების დირექტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.
"ლიბერთიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტ მიმართულებად განათლება და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა აირჩია. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა გავმხდარიყავით მსოფლიო მასშტაბით ერთერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შეჯიბრის -დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორები. ვფიქრობთ, აღნიშნული ჩემპიონატი არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას გამოავლენს, რომლებიც პროგრამირების მიმართულებით ქვეყნის წამყვან კომპანიებში და მათ შორის ჩვენსბანკშიც გააგრძელებენ საქმიანობას. ვიმედოვნებთ, გამორჩეული სტუდენტები, ლიბერთისთან ერთად გადადგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს და ქვეყნის ერთერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიაში მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას.“- თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერ...
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“. &n...
„თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარე...
კომენტარები