თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
|
CAMEX Airlines-ი, ახალი ავიაგადამზიდავი კომპანია საქართველოში, საერთაშორისო კომპანია CAMEX International-ის სტარტაპ პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მომხმარებელს უკვე საკუთარი საჰაერო ხომალდით მოემსახურება.
CAMEX International-ი, კამექსის სახელით, თითქმის 20 წელიწადია, საქართველოსა თუ საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებით ოპერირებს ავიაგადაზიდვების სფეროში.
737-800 ბოინგის ტიპის თვითმფრინავის შესყიდვა კამექსმა 2020 წელს, პანდემიური შეფერხებების გამო გადაწყვიტა. დღეს კი კომპანიის დამფუძნებლები ამ ნაბიჯის დადებით შედეგებზე თამამად საუბრობენ.
„2020 წლის მარტში, როცა პანდემია გამოცხადდა და ტვირთის გადაზიდვა გართულდა, CAMEX International-მა შეიმუშავა სატვირთო თვითმფრინავის ექსპლუატაციის პროექტი და დაიწყო ინვესტორების მოძიება. პროექტი ჯერ ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ს წარვუდგინეთ, რომელიც მალევე დათანხმდა ჩვენთან პარტნიორობას. იმავდროულად, მივმართეთ თიბისი ბანკს. მათაც გავაცანით გეგმები, რომ გვსურდა, გამოგვეყენებინა მათი რესურსი პროექტში ინვესტირებისთვის.
თიბისი გვენდო და სტარტაპს მხარი დაუჭირა. პროექტი წარმატებით განხორციელდა და დღეს პირველი საკუთარი საჰაერო ხომალდი გვყავს. ჩვენს განკარგულებაშია ლოგისტიკური ჯაჭვის ყველა საჭირო რგოლი - სასაწყობე მეურნეობა, გადაზიდვა და დისტრიბუცია, რაც უფრო მეტ ოპერატიულობასა და მომხმარებლისთვის შედარებით ხელსაყრელი ფასის შეთავაზებას ნიშნავს. ეს ყველაფერი კი მომავალში უფრო მეტ ხარისხს, მეტ დასაქმებულ ადამიანსა და მომსახურების არეალის გაზრდასაც გულისხმობს“, - ამბობს კომპანია CAMEX Ailirnes-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე.
მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ინგლისიდან და ჩინეთიდან საქართველოში ის ძირითადი სერვისია, რომლითაც კამექსს საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ იცნობენ. რეგიონში ლიდერის პოზიციის დაკავებაში კამექსს ხელი მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან - AliExpress, Chapman Freeborn და Kühne + Nage მუდმივმა პარტნიორობამაც შეუწყო. ახლა უკვე საკუთარი საჰაერო ხომალდით, CAMEX Airlines-ი ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს სთავაზობს ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს, ნებისმიერი სახის ტვირთის გადასაზიდად. ავიაკომპანიამ პირველი ჩარტერული რეისი აგვისტოში შეასრულა.
ავიაკომპანიას პირდაპირი კავშირები აქვს ისეთ მნიშვნელოვან ცენტრებთან, როგორიცაა ფრანკფურტი, კიოლნი, ლიეჟი, სტამბოლი, ბაქო, ჩინეთის და ინდოეთის ქალაქები, თელ-ავივი, რაც ხელს უწყობს მომავალში ტვირთნაკადების კიდევ უფრო გაზრდას.
წარმატების მთავარ ფორმულად გიორგი სეთურიძე კამექსის გუნდს მიიჩნევს, რომელიც კომპეტენტური და საქმეზე შეყვარებული ადამიანებისგან შედგება და მათზე ზრუნვა კომპანიისთვის პრიორიტეტულია.
„ჩვენი კომპანიის მთავარი რესურსი არის გუნდი - პროფესიონალები, რომელთა შეფასების შედეგად ნდობა გამოგვიცხადეს სალიზინგო კომპანიებმა, მათ შორის, ისეთმა ლიდერმა, როგორიცაა BBAM. მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა სალიზინგო კომპანიამ სარგებლობაში გადმოგვცა საჰაერო ხომალდი. ეს იყო ჩვენი დიდი წარმატება - მათ აღიარეს ჩვენი გუნდი, რომელიც ოპერირებას გაუწევს თვითმფრინავს. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის საჭირო ყველა ლიცენზია უკვე მოპოვებული გვაქვს, მათ შორის, EASA-ს ავტორიზაცია ევროპაში ფრენების შესასრულებლად. ყველა პროცესი ჩვენ სასარგებლოდ შეაფასა ბიზნესის მთავარმა რეგულატორმა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“, - ამბობს გიორგი სეთურიძე.
სამომავლოდ, CAMEX Airlines-ი კიდევ 3 საჰაერო ხომალდის შეძენას და შესაბამისად, ფლოტის გაზრდას გეგმავს, რაც მისი საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს და ამ არეალში კომპანიის ცნობადობას კიდევ უფრო გააფართოვებს.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერ...
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“. &n...
„თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარე...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები