1 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ტესტი ჩაბარებულია - Porsche 911 Dakar-ის მსოფლიო პრემიერა ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე გაიმართება

 

. Porsche 911 Dakar მა თოვლზე, ყინულზე, ქვიშასა და ხრეშზე ურთულესი გამოცდები უკვე ჩააბარა. 

. სპორტული ავტომობილების ფლაგმანის 911-ის განსაკუთრებულ ვერსიას, ახალ 911 Dakar-ს, გერმანული პრემიუმ ბრენდი 16 ნოემბერს ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე წარადგენს (შოუ თბილისის დროით 17 ნოემბერს, 06:00-ზე გაიმართება).

პირველი ორკარიანი სპორტქარი სოლიდური ოფროუდ შესაძლებლობებით - Porsche 911-ის ახალმა ვერსიამ ავტომოყვარულებს კიდევ ერთხელ უნდა გაახსენოს „პორშეს“ ტრიუმფი პარიზ-დაკარის რალიზე, რომელსაც სპორტული ავტომობილების გერმანულმა მწარმოებელმა გადაკეთებული 911-ით 1984 წელს მიაღწია. მაშინ „პორშემ“ პირველად გამოიყენა სრული ამძრავი.

10 000-კილომეტრიანი ტესტი ოფროუდზე

პროექტის ხელმძღვანელმა, ახიმ ლამპარტერმა დამისმა გუნდმა ავტომობილს ურთულესი გამოცდა მოუწყვეს. 911 Dakar მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექსტრემალურ პირობებში გაიტესტა - ავტომობილმა, ჯამში, ნახევარ მილიონ კილომეტრზე მეტი დაფარა, მათ შორის 10 000 კილომეტრზე მეტი უგზოობაზე. მაგალითად, მანქანის შესაძლებლობები სამხრეთ საფრანგეთში, Chateau Lastours-ის სატესტო ტრეკზეც გამოცადეს. 

„აქ დაკარის გუნდები ხშირად ჩამოდიან, რათა თავიანთი ავტომობილები ევროპის რალის წინ გატესტონ“, - აცხადებს პორშეს ტესტ-დრაივერი, რომენ დიუმა. 

მას თავიდან ძალიან გაუკვირდა, როცა შეიტყო, რომ Chateau Lastours-ის რთულ ტრეკზე 911 უნდა გაეტესტათ, მაგრამ გაოცება მალევე  აღფრთოვანებაში გადაიზარდა - 911 Dakar-მა ოფროუდზე იმედები გაამართლა. გაზრდილი კლირენსი და გაძლიერებული სავალი ნაწილი რალისთვის დამახასიათებელ სირთულეებს უნაკლოდ გაუმკლავდა. დიუმას თქმით, ასეთ პირობებში არც გრძელი დრიფტი წარმოადგენდა სირთულეს: „კარგად ვიცოდი, რა შეუძლია 911-ს კარგ გზაზე, მაგრამ გაოცებული დავრჩი ავტომობილის შესაძლებლობებით ხრეშზე“, - ამბობს ის.

გამოცდა ყინულსა და თოვლზე

911 Dakar, რა თქმა უნდა, რალის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ვალტერ რიორლმაც გატესტა. მან Porsche 911-ის ეს განსაკუთრებული ვერსია არიეპლუგში (შვედეთი) გამოცადა. ავტომობილი გაყინულ ტბებზე და თოვლშიც გაიტესტა. „პორშეს“ ელჩი, ვალტერ რიორლი ამბობს: „ეს მანქანა გამაოგნებელია. სოლიდურად ფუნქციონირებს, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე. ალბათ „პორშეს“მომხმარებელს ვერც კი წარმოუდგენიათ ის, რაც ამ მანქანას უგზოობაზე შეუძლია. თუმცა ეს მანამ, სანამ მას თვითონ არ გამოცდიან“, - ამბობს ვალტერ რიორლი.

ინტენსიური სატესტო პროგრამა უდაბნოებში

გამოცდა Porsche 911 Dakar-მა ქვიშის დიუნებზეც წარმატებით ჩააბარა - ავტომობილს დუბაისა და მაროკოში 45 გრადუს სიცხეში ცდიდნენ. 

„911 Dakar-მა უდაბნოშიც სოლიდური პერფორმანსი აჩვენა, - აცხადებს 911 და 718 სამოდელო რიგის ხელმძღვანელი, ფრანკ მოზერი, - მცირე წონის, ამაღლებული კლირენსის, მძლავრი უკან ჩადგმული ძრავისა და თვლების მოკლე ბაზის შესანიშნავი კომბინაციით გამორჩეული მოდელი უდაბნოს მძიმე პირობებსაც შესანიშნავად ართმევს თავს. საჰარაში მისმა მართვამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა“.

911 Dakar „პორშეს“ კიდევ ერთმა ელჩმა, იორგ ბერგმაისტერმაც გატესტა, რომელიც მანქანის სვლის დინამიკაზე ამახვილებს ყურადღებას: „ვერ ვიფიქრებდი, რომ ავტომობილი ასეთი კლირენსით, ასფალტზეც კი, ისე მოქმედებს, როგორც Porsche 911-ზე ხარ მიჩვეული“.

დამუხრუჭების შესაძლებლობებს აფასებს პორშეს განვითარების დეპარტამენტის ტესტ-დრაივერი, ლარს კერნი და ამბობს: „თავიდან ამავტომობილის უგზოობაზე ბოლომდედატვირთვას ვერც ვბედავდი, მოგვიანებით გავბედე. ძალიან კმაყოფილი ვარ. თვით ABS-იც კი ხრეშზე დამუხრუჭებისთვისააო პტიმიზებული. გასაოცარია, რა მოჭიდებას გვთავაზობენ ეს ოფროუდ საბურავებიც. მანქანა ძალიან სასიამოვნო სამართავია“.

Porsche-ს მოყვარულების ყურადღება ახლა ლოს-ანჯელესისკენ არის მიმართული, სადაც გერმანული ავტოგიგანტი გამორჩეული მოდელის პრემიერას გეგმავს. 

--

Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „პორშე ცენტრი თბილისი“ 2011 წლიდან წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები