თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
|
თიბისი კონცეპტისა და Primeclass-ის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თიბისი კონცეპტის სივრცე გაიხსნა. სივრცე თიბისის Concept და WM (დაგროვილი კაპიტალის მართვის) მომხმარებლებს მოემსახურება და მათთვის მოგზაურობისას მეტი კომფორტის და კარგი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
თიბისი კონცეპტის სივრცე აერთიანებს ძალიან კომფორტულ გარემოს მგზავრებისთვის, საკვებისა და სასმელის მრავალფეროვან მენიუს, მცირე ბიბლიოთეკას, ჟურნალ-გაზეთებს, სწრაფ ინტერნეტს, ინფორმაციას ფრენებზე და სხვა შეთავაზებებს.
თიბისი კონცეპტის სივრცით ისარგებლებენ თიბისი კონცეპტის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ბარათებს: Visa Infinite, Visa Signature, Visa Platinum, Mastercard World Elite და Mastercard Platinum.
თიბისის მიზანია პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში და ცხოვრებას გაუმარტივებს.
„თიბისი მუდმივად ზრუნავს ადამიანებზე, რომ გაუმარტივოს მათ ცხოვრება. ჩვენი მომხმარებლები ბევრს მოგზაურობენ, როგორც საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ისე ბიზნეს საქმიანობისთვის. თბილისის აეროპორტში თიბისი კონცეპტის სივრცის გახსნით მოგზაურობის პროცესი უფრო სასიამოვნო და მარტივი გახდება. ადამიანებს შეეძლებათ, გაფრენას უფრო წყნარ გარემოში დაელოდონ ან მშვიდად აკეთონ თავიანთი საქმე,“ - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
“მგზავრებმა ჩვენთან თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ - ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ამიტომ მივესალმებით Primeclass Lounge-ში ახალი სივრცის გახსნას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები ისიამოვნებენ ამ ახალ სივრცეში თავიანთი მოსვლით და გამგზავრებამდე სასიამოვნო ლოდინის გამოცდილება ექნებათ,” - თეა ზაქარაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.
"ჩვენთვის საინტერესოა თიბისი ბანკთან ერთად ახალი მოგზაურობის დაწყება. როგორც TAV -ის საოპერაციო სერვისები, ჩვენ ვმასპინძლობთ წელიწადში 5 მილიონზე მეტ ადამიანს, 19 ქვეყანის თითქმის 80-მდე ლაუნჯში. ჩვენ ახლახან განვახორციელეთ რამდენიმე თანამშრომლობა სხვადასხვა ინდუსტრიის პარტნიორებთან. ვაპირებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით მომხმარებლებს საუკეთესო სერვისს შევთავაზებთ ამ ახალ და საინტერესო სივრცეში, რომელიც განვახორციელეთ თიბისისთან, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბანკთან ერთად. აეროპორტის მასპინძლობაში ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ თიბისის რჩეული პარტნიორი,“ – გუჩლუ ბატკინი, TAV-ის საოპერაციო სერვისების აღმასრულებელი დირექტორი.
სივრცე, რომელიც თიბისის მოგზაურ მომხმარებლებს 31 ოქტომბრიდან მოემსახურება და მგზავრობისას უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის მათ, თიბისის უკვე არსებული ფორმატის, მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის ანალოგიურად შეიქმნა.
TAV საოპერაციო სერვისების შესახებ
TAV საოპერაციო სერვისები, TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP-ის შვილობილი კომპანია, არის აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი. კომპანია ფუნქციონირებს 19 ქვეყანაში, სადაც 80-მდე ლაუნჯის მეშვეობით სთავაზობს პრემიუმ მგზავრთა მომსახურების ფართო სპექტრს. TAV საოპერაციო სერვისების პორტფოლიო მოიცავს პრემიუმ და დამხმარე სერვისებს, როგორიცაა Meet & Greet, Fast Track, Loyalty Platform და Commercial Area Management TAV-ის ბრენდის აეროპორტებში. კომპანია ემსახურება გლობალური ბრენდის არქიტექტურას, მათ შორის Primeclass, TAV Passport, Tavport.com, LoungeMe, Airporteasy.com და HelloSky Air Rooms. TAV საოპერაციო სერვისები მიზნად ისახავს სტუმრებს მიაწოდოს მომხმარებელთა უწყვეტი მოგზაურობა ყველა შეხების წერტილში.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერ...
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“. &n...
„თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარე...
კომენტარები