2 3 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კითხვები მივიღე ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან,რატომ არ ემიჯნება მთავრობა უფრო მკვეთრად იმ პირების განცხადებებს, ვინც რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებს იმეორებენ–დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან კითხვები მიიღო იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას.

როგორც ელჩმა განაცხადა, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

ელჩის თქმით, ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას მიმდინარე თავდასხმების უკან.

„ბოლო კვირებში კითხვები მივიღე ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულს, აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი,რომ ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. ნამდვილად დასაფასებელია,რომ დაახლოებით, ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა თავისი პოზიცია გამოხატა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება თუ რამდენად საზიანოა პრორუსული დეზინფორმაცია. ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებს და ამერიკელებში თუ რა მოტივი დგას მიმდინარე თავდასხმების უკან“,- განაცხადა ელჩმა „იმედთან” ინტერვიუში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები