2 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,, ღორებს უნდა ჰქონდეთ დასვენებისა და ნორმალურად ადგომის საშუალება, ასევე უნდა იყვნენ კომფორტულად" - ღორის დაცვის რეგლამენტი ცნობილია

​საქართველოს მთავრობამ ხბოს შემდეგ, ღორის დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა:

1. „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ (შემდგომში − წესი) ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის.
2. ეს წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.

3. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

მუხლი 2. ამ წესის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის  კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად, გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ღორი − ღორისებრთა სახეობის ცხოველი, ნებისმიერი ასაკის, რომელიც ინახება სანაშენედ ან სასუქად;

ბ) კერატი მწარმოებელი − მამრი ღორი სქესობრივი მომწიფების შემდეგ, განკუთვნილი სანაშენედ;

გ) სანეზვე ბურვაკი − მდედრი ღორი სქესობრივი მომწიფების შემდეგ და  მშობიარობამდე;

დ) ნეზვი − მდედრი ღორი პირველი მშობიარობის შემდეგ;

ე) მშობიარე ნეზვი − მდედრი ღორი პერინატალურ პერიოდსა და გოჭების ძუძუს წოვების პერიოდს შორის;

ვ) მაკე მშრალი ნეზვი − დედა ღორი გოჭების ძუძუს წოვებისა და პერინატალურ პერიოდს შორის;

ზ) ძუძუთა გოჭი − ღორი დაბადებიდან ძუძუთი კვებამდე;

თ)  მაწოვარა − ღორი ძუძუს წოვებიდან 10 კვირის ასაკამდე;

ი) გამოსაზრდელი ღორი − ღორი 10 კვირიდან დაკვლამდე ან მომსახურებამდე;

კ) სერტიფიკატი − ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველებს ეპყრობოდნენ, სულ მცირე, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 3

1. ყველა სადგომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) თავისუფალი იატაკის ფართობი, რომელიც ხელმისაწვდომია კოლტში შენახული თითოეული მაწოვარა ან გამოსაზრდელი ღორისთვის, გარდა სანეზვე ბურვაკისა (მომსახურების შემდეგ) და ნეზვისა, უნდა იყოს, სულ მცირე:

ბ) იატაკის საერთო თავისუფალი ფართობი, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და თითოეული ნეზვისთვის, როდესაც სანეზვე ბურვაკი და/ან  ნეზვი ინახება კოლტში, უნდა იყოს შესაბამისად, სულ მცირე, 1,64 მ​2 და 2,25 მ​2. თუ კოლტში ეს ცხოველები ინახება ექვს ინდივიდზე ნაკლები რაოდენობის, იატაკის თავისუფალი ფართობი უნდა გაიზარდოს 10%-ით. თუ კოლტში ეს ცხოველები ინახება 40 ან 40 ინდივიდზე მეტი, იატაკის თავისუფალი ფართობი შეიძლება შემცირდეს 10%-ით.

2. იატაკის ზედაპირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და მაკე ნეზვისთვის: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფართობის ნაწილი, რომელიც უდრის არანაკლებ 0,95 მ​2-ს თითოეული სანეზვე ბურვაკისა და არანაკლებ 1,3 მ​2-ს თითოეული ნეზვისთვის, უნდა იყოს უწყვეტი (მთლიანი) მყარი იატაკი, რომლის მაქსიმუმ 15% რეზერვირებულია სანიაღვრე ღიობებისთვის;

ბ) თუ ბეტონის ფილებიანი იატაკი გამოიყენება კოლტად შენახული ღორებისთვის:

ბ.ა) ღიობების მაქსიმალური სიგანე უნდა იყოს:

ბ.ა.ა) ძუძუთა გოჭებისთვის − 11 მმ;

ბ.ა.ბ) მაწოვარასთვის −14 მმ;

ბ.ა.გ) გამოსაზრდელი ღორისთვის −18 მმ;

ბ.ა.დ) სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და ნეზვისთვის −   20 მმ; 

ბ.ბ) რიკულის/ძელის მინიმალური სიგანე უნდა იყოს:

ბ.ბ.ა) ძუძუთა გოჭისა და მაწოვარასთვის − 50 მმ;

ბ.ბ.ბ) გამოსაზრდელი ღორისათვის, სანეზვე ბურვაკისათვის მომსახურების შემდეგ და ნეზვისთვის − 80 მმ.

3. იმ კონსტრუქციაზე ან ინსტალაციაზე, რომელშიც ნეზვი და სანეზვე ბურვაკი არიან განთავსებული, აკრძალულია მათი მიბმა.

4. ნეზვი და სანეზვე ბურვაკი უნდა ინახებოდეს კოლტად, დაწყებული ოთხი კვირის შემდეგ მომსახურებიდან მშობიარობის მოსალოდნელ დრომდე ერთი კვირით ადრე. ბაკს, სადაც კოლტი ინახება, გვერდები უნდა ჰქონდეს 2,8 მ-ზე მეტი სიგრძის. როდესაც კოლტში ინახება ექვსზე ნაკლები ინდივიდი, ბაკს, სადაც კოლტი ინახება, უნდა ჰქონდეს 2,4 მ-ზე მეტი სიგრძის გვერდები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გაუთვალისწინებლად, სადგომში 10-ზე ნაკლები ნეზვი და სანეზვე ბურვაკი შეიძლება ინახებოდნენ ინდივიდუალურად იმავე პუნქტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ მათ შეუძლიათ, ადვილად შემობრუნდნენ თავიანთ ბაკში/ფართში.

6. ამ წესის დანართი №1-ით − „ზოგადი და სპეციფიკური მოთხოვნები ნაწილი I“ განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ნეზვს და სანეზვე ბურვაკს უნდა ჰქონდეთ მუდმივი წვდომა მანიპულირებად მასალაზე, რომელიც, სულ მცირე, შეესაბამება ამავე დანართის შესაბამის მოთხოვნებს.

7. კოლტში შენახული ნეზვისა და სანეზვე ბურვაკის კვება უნდა განხორციელდეს ისეთი სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდისთვის საკმარისი საკვების მოპოვებას მაშინაც კი, როცა კონკურენციაა საკვებისთვის.

8. ყველა მშრალ მაკე ნეზვსა და სანეზვე ბურვაკს, შიმშილის დასაკმაყოფილებლად და ღეჭვის საჭიროების გათვალისწინებით, უნდა მიეცეს საკმარისი რაოდენობით ნაყარი ან ბოჭკოვანი საკვები, ასევე მაღალი ენერგეტიკული საკვები.

9. ღორები, რომლებიც უნდა ინახებოდნენ კოლტებად, განსაკუთრებით აგრესიულები, რომლებსაც თავს დაესხნენ სხვა ღორები ან არიან ავად ან დაშავებულები, შეიძლება, დროებით ინახებოდნენ ინდივიდუალურ ბაკში. ამ შემთხვევაში გამოყენებული ინდივიდუალური ბაკი საშუალებას უნდა აძლევდეს ცხოველს, ადვილად შემობრუნდეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კონკრეტულ ვეტერინარულ რჩევას.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-4 − მე-6 პუნქტებითა და მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სადგომზე, რომელიც ახლად აშენებულია ან რეკონსტრუქცია განხორციელდა ან გამოყენებულ იქნა პირველად.

11. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 10-ზე ნაკლები ნეზვი ინახება.

12. ნეზვისა და სანეზვე ბურვაკისთვის საბელის გამოყენება აკრძალულია.

13. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები გავრცელდება ყველა სადგომზე.

მუხლი 4. გამოსაზრდელი ღორის გამოზრდის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის  დანართი №1-ით განსაზღვრულ ზოგად მოთხოვნებს.

მუხლი 5. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული მოთხოვნები შეიძლება შეიცვალოს მეცნიერული პროგრესის გათვალისწინებით.

მუხლი 6

1. ნებისმიერმა პირმა, რომელიც ასაქმებს ან ჩართავს პირს ღორების მოსავლელად, უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნულმა პირმა, რომელიც ზრუნავს ცხოველებზე, მიიღოს ინსტრუქციები და მითითებები ამ წესის მე-3 მუხლისა და დანართი №1-ის შესაბამისი მოთხოვნების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს კეთილდღეობის ასპექტებზე ფოკუსირებული  სასწავლო კურსები.

მუხლი 7. სააგენტო ყოველი წლის 31 აგვისტომდე წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინა წლის წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შესახებ, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთვის. ანგარიშს თან უნდა ახლდეს შეუსაბამობის ყველაზე სერიოზული დარღვევების ანალიზი და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს მათი წარმოშობა მომდევნო წლებისთვის.

მუხლი 8. ქვეყანაში იმპორტის განსახორციელებლად სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ ცხოველებს თან უნდა ახლდეთ სერტიფიკატი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები