2 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკოლის მოსწავლე 15 წლის გოგო 8 თვის ორსულია - “ბავშვი ხშირად არ დადიოდა სკოლაში, ეს ამბავი გვიან გავიგეთ”

ხულოში სკოლის მოსწავლე ფეხმძიმედაა – ინფორმაციას ექსკლუზიურად TV25.GE ავრცელებს. მათივე ცნობით ფაქტის შესწავლა ომბუდსმენმა დაიწყო.TV25.GE-ის სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს უკვე აცნობეს.

 

მოსწავლის პედაგოგმა ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით, საქმეში ჩართულია პოლიცია, ბავშვი კი ამ ეტაპზე ოჯახში, მძიმე ემოციური ფონის ქვეშაა.

 

“ცუდი ამბავია მომხდარი, ბავშვი ოჯახში იმყოფება. სკოლას არ მიუმართავს პოლიციისთვის, მე რიგითი პედაგოგი ვარ, ვინ მეკითხება. სავარაუდოდ ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი ჰქონდა ბავშვს,” – ამბობს პედაგოგი TV25.GE-სთან საუბრისას.

ირკვევა, რომ მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო, თუმცა პოლიციისთვის და სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვა საჭიროდ არ ჩათვალეს. უფრო მეტიც, სკოლის დირექტორს არ აინტერესებს რა მდგომარეობაშია ახლა მისი მოსწავლე.

“ბავშვი ხშირად არ დადიოდა სკოლაში, ეს ამბავი გვიან გავიგეთ, მაგრამ მაინც არ დავინტერესებულვარ. დიდად არ მსიამოვნებს მაგ თემაზე საუბარი, მეტს ვერაფერს გეტყვით,” – უთხრა TV25.GE-ს სკოლის დირექტორმა.

15 წლის გოგო რვა თვის ორსულია. ამ ეტაპზე უცნობია ვის ჰქონდა სექსუალური კავშირი არასრულწლოვანთან. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აცხადებენ გამოძიება რა მუხლით დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები