0 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქს კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას გამოცემა LRT ავრცელებს ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. პატრიარქ კირილს ლიეტუვაში ჩასვლა 2027 წლის 23 ივნისამდე აეკრძალა.

ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქი არასასურველი პირების სიაში ჯერ კიდევ 23 ივნისს შეიყვანა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ გახმაურებულა.

„პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატრიარქი კირილი „შავ სიაში“ შეყვანილია იმის გამო, რომ ის უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

2022 წლის 27 თებერვალს პატრიარქმა კირილმა დალოცა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცები და კანონიკური დასაბუთება მისცა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები