2 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დაეუფლე ახალ პროფესიას - მოსწავლე მექანიკოსის კურსი „თეგეტა მოტორსში“

„თეგეტა მოტორსი“ ახალგაზრდების დასაქმებაზე ზრუნვას აგრძელებს. მათ, ვისაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ და პროფესიად აქციონ ავტომობილის შეკეთება, „თეგეტა აკადემია“ მოსწავლე მექანიკოსის მოკლე ან გრძელვადიან პროგრამებს სთავაზობს. პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებასთან ერთად, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება „თეგეტა მოტორსში“ და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სფეროში.

კომპანიის HR დეპარტამენტის უფროსი, დავით ავაზაშვილი ბაზარზე კვალიფიციური მექანიკოსების საჭიროებაზე საუბრობს:

„ჩვენს დიდ კომპანიას მუდმივად ესაჭიროება კადრების დამატება. ვცდილობთ, მოვიზიდოთ ჩვენს კულტურაზე ადაპტირებული კადრები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მოსწავლე მექანიკოსების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შევასწავლით ყველაფერს, რაც საჭიროა მანქანის გასამართად. სწავლებას ვიწყებთ მისთვის ყველაზე მეტად საინტერესო ან ჩვენთვის იმ მომენტისათვის დეფიციტური პროფესიით და შემდგომ, სურვილის მიხედვით, ვაძლევთ კონკრეტული მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას“.

 

კანდიდატებს თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოში საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგების გავლის შესაძლებლობა აქვთ. მათ კი, ვინც რეგიონში ცხოვრობენ და თბილისის ფილიალებში დასაქმების სურვილს გამოთქვამენ, „თეგეტა მოტორსი“ ერთი წლით საცხოვრებლით უზრუნველყოფას სთავაზობს.

 

ვერიკო სიტნიკოვი, „თეგეტა მოტორსის“ HR ბიზნესპარტნიორი:

„2021 წლის აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 115-მა მოსწავლე მექანიკოსმა გაიარა „თეგეტა აკადემიაში“ სწავლების კურსი. აქედან 45-მა მექანიკოსმა ყველა საფეხური წარმატებით დაასრულა და ახლა „თეგეტა მოტორსში“ მუშაობს. სწავლის პროცესი უმეტესად პრაქტიკულია, შედგება 80% პრაქტიკისა და 20% თეორიისგან. კურსს უძღვებიან გამოცდილი მენტორები, ინჟინერ-მექანიკოსები, რომელთაც „თეგეტაში“ 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. მოსწავლეების განვითარებას ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელი და სერვისის დეპარტამენტი მუდმივად აკვირდება. ყველას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ახალი პროფესიის ათვისებაში“.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და მიიღონ შანსი, გახდნენ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის გუნდის წევრები.

 

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები