2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის ფინალისტები ცნობილია!

წელს ლიტერატურული პრემია „საბასთვის“ საიუბილეო თარიღია - კონკურსი მეოცედ გამოცხადდა. ჟიურიმ 227 წიგნი უკვე განიხილა და ფინალისტების სია ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები აგვისტოში  გამოცხადდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ -  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

2022 წელს საუკეთესო წიგნებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:

1.       საუკეთესო რომანი

2.       საუკეთესო პოეტური კრებული

3.       საუკეთესო პროზაული კრებული

4.       საუკეთესო პიესა

5.       საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

6.       საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

7.       საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8.       უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9.       ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

მეოცე წელია, რაც კონკურსი აფასებს ქართულ ლიტერატურას და აჯილდოებს გამარჯვებულ წიგნებსა და ავტორებს, რომლის დამფუძნებელიც თიბისი და რატი ამაღლობელია. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ, 4500-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-მდე პრემია გასცა და 150-ზე მეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  • თემო რეხვიაშვილი, „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • კოკა ქამუშაძე, „ბალა(ნ)და” (სულაკაურის გამომცემლობა)
  • მაგდა კალანდაძე, „მეორე ოთახი“ (დიოგენე)
  • მინდია არაბული, „ყოველი ამბის დასასრული“ (დიოგენე)
  • მარიამ გურგენიშვილი, „მარგალიტები“ (პალიტრა L)
  • ლელა კურტანიძე, „მელატონინი“ (ინტელექტი)
  • გიორგი კახიშვილი, სოფოკლეს „ტრაქისელი ქალები“ (ლოგოსი)
  • თორნიკე სიბაშვილი, „დეტექტივი“ (კალმოსანი)
  • დავით ჯიშკარიანი, „ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი)
  •  

     

    წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  • ზაზა აბზიანიძე, „ალექსანდრე ყაზბეგი“ (პეგასი)
  • ნუგეშა გაგნიძე, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი)
  • მაკა ლდოკონენი, „რა ვიკითხოთ ერთად“ (ინტელექტი)
  • დავით მაზიაშვილი, „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“ (24 საათი)
  •  

    წლის საუკეთესო პიესა:

  • თამარ ბართაია, „Zoia. Guest House. ზოია. საოჯახო სასტუმრო.“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)
  • მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)
  • ბასა ჯანიკაშვილი, „ნინოს ბედნიერება“ (ინტელექტი)
  •  

     

    წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  • ლანა ღოღობერიძე, „ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • რუსუდან გორგილაძე, „დიქტატურის გემო“ (სეზან ფაბლიშინგი)
  • გაგა ნახუცრიშვილი, „კინო „ყაზბეგი““ (ინტელექტი)
  • მალხაზ ხარბედია, „წიგნის ნადიმები - ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე“ (ვაზი)
  • გიორგი ჭეიშვილი, „ტფილისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)“ (არტანუჯი)
  •  

    წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  • ბესო სოლომანაშვილი, „სხვისი კინო“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L)
  • დათია ბადალაშვილი, „ლეკვების სამოთხე“ (ინტელექტი)
  •  

    წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  • ლია სტურუა, „ვაგრძელებ თამაშს?!“ (ინტელექტი)
  • ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი)
  • პაატა შამუგია, „არგადარჩენა“ (ინტელექტი)
  • ეთერ თათარაიძე, „ალალ იყვიდ, უშურო“ (უნივერსალი)
  • ნიკა ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  • ბექა ახალაია, „მგელი მაჯაზე“ (ინტელექტი)
  •  

    წლის საუკეთესო რომანი:

  • არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)
  • გიორგი ხარაიშვილი, „ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი“ (პალიტრა L)
  •  ილია ჭანტურია, „გემი დავლანდე“ (არტანუჯი)
  •  

     

     

     

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები