2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინოვაცია ქართულ მეღვინეობაში - თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით მოძრავი ქარხანა დაფინანსდა

„მხოლოდ კარგი ღვინოები“  ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც ღვინის მობილურ ქარხანას წარმოადგენს. პროექტი თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით განხორციელდა და 700 000 ევროს მოცულობის ინვესტიციით ქარხანა იტალიაში აეწყო.

აღნიშნული მოდელი მორგებულია იმ მეწარმეების საჭიროებებს, რომელთაც წვდომა არ აქვთ უახლეს ტექნოლოგიებზე და საკუთარი ქარხნის გამართვა არ შეუძლიათ შეზღუდული ფინანსური თუ ადამიანური რესურსის გამო.

მოძრავ ქარხანას საათში 2700 ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია, ამასთანავე, ღვინოებს ბოთლით, ეტიკეტირებითა და საცობით უზრუნველყოფს.

„ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ღვინოზე. მცირე და საშუალო მარნებს კი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი რესურსი ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ, უმეტესად მსხვილ ქარხნებს აკითხავენ და ზრდიან პროდუქტის თვითღირებულებას ან საკუთარი ძალებით ასხამენ ღვინოს, რომლის შენახვის ვადა და პირობებიც იზღუდება. ჩვენ აღნიშნულ პრობლემებს სრულად ვაგვარებთ და საქართველოში უალტერნატივო მომსახურებას ვთავაზობთ მათ, ვისაც საკუთარი ღვინის მაღალი ტექნოლოგიებით ჩამოსხმა სურს,“ - ვასილ მანაგაძე, კომპანია „მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი.

აღნიშნული პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და ორი თვის წინ დასრულდა. მისი განხორციელების მთავარი მხარდამჭერი თიბისი ლიზინგია, რომელიც კომპანიას როგორც ქარხნის სრულ აღჭურვასა და აწყობაში, ასევე იტალიიდან ტრანსპორტირების ლოჯისტიკურ საკითხებში დაეხმარა.

„გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში მეღვინეობა განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვითარდება და სულ უფრო მეტი მეღვინეობა მოგვმართავს აქტივების ლიზინგით შეძენის მოთხოვნით. მიუხედავად ჩვენი მზაობისა დავაფინანსოთ სტარტაპებისა თუ მცირე ბიზნესის პროექტები, დარწმუნებულები ვართ, რომ რჩება დარგის წარმომადგენლებს შორის ისეთი მეღვინეობები, რომელთაც მაღალ ტექნოლოგიებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. სწორედ ამიტომ მობილური ქარხნის კონცეფცია არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება,“ - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

მობილური ჩამომსხმელი უზრუნველყოფილია ავტონომიური დენის და ორთქლის გენერატორებით, ჰაერის და აზოტის კომპრესორებით, წყლის დამარბილებელი სისტემით და ჩამოსხმის წინა სტერილური ფილტრაციის 2 დანადგარით.

 

 „მხოლოდ კარგი ღვინოების“ სერვისით უკვე ისარგებლა 10-მდე მეღვინეობამ, თუმცა მოთხოვნა მზარდია და შემოდგომით კომპანიაში კიდევ უფრო დიდ მიმართვიანობას ელიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები