0 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„იმედია არ მიწყენენ“ - "ოცნებას" ჭიათურის საკრებულოს წევრიც ტოვებს

“ქართული ოცნება” ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც დატოვა.

“ზუსტად ვხვდები, რომ ქართული ოცნებიდან გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე.

ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში ქართულ ოცნებას ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.

დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის.

იმედია არ მიწყენენ.

ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები