0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სურვილის შემთხვევაში, მთავრობას სწრაფადაც შეუძლია მოქმედება, ამის მაგალითია ინსპექტორის სამსახურის გაუქმება - დეგნანი რეფორმებზე

აშშ-ის ელჩის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას სწრაფი მოქმედების უნარი შესწევს და ეს შესაძლებლობა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეფორმების გასატარებლად, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღება რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს.

კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობის სწრაფად შეცვლის უნარი მთავრობამ არაერთხელ გამოავლინა და ამის ორი თვალსაჩინო და არასახარბიელო მაგალითი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მიყურადების კანონმდებლობის გაფართოებაა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას, სურვილის შემთხვევაში, კანონების დამტკიცება სწრაფადაც შეუძლია, ამის მაგალითი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მიყურადების შესაძლებლობების გაზრდაა. 

ჩვენ ვიცით, რომ მთავრობას სწრაფად მოქმედება შეუძლია, ასევე ისიც ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეფორმების გატარება სწრაფად სურს, რათა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად იყოს. 

აშშ გამოხატავს მზაობას - დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში. მომდევნო ექვსი თვე უმნიშვნელოვანესია რეფორმების გასატარებლად, დასაკარგი დრო არ არის!“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები