2 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბაკნის, USAID-ისა და EFSE Entrepreneurship Academy-ს ერთობლივი პროგრამა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, EFSE Entrepreneurship Academy-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი „ბიზ-ლინკი“, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით. ის მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ექსპორტის მიმართულებით განვითარებას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჯგუფური ტრენინგები და ვორქშოფები, ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო სემინარები.

 

პროექტში 18 მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ჩართული. მათ მიიღეს ინფორმაცია და კონსულტაცია ისეთ თემებზე როგორიცაა:  ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საექსპორტო ბაზრების იდენტიფიკაცია და შეფასება, ფინანსური მენეჯმენტი და ანგარიშგება, ფინანსური და ბიზნეს დაგეგმარება. ხოლო ინდივიდუალური საკონსულტაციო სემინარებზე შეიმუშავეს ექსპორტის სამოქმედო გეგმა და ბიზნეს გეგმები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად: 10 მცირე და საშუალო საწარმომ გამოავლინა სამიზნე საექსპორტო პროდუქტები და ბაზრები, რომელთაგან ნახევარი უკვე მოქმედებს მომზადებული სამოქმედო გეგმების შესაბამისად. (ექსპორტის მენეჯერების აყვანა, სამიზნე უცხოურ ბაზრებზე სავაჭრო ვიზიტები და ა.შ.) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით კი, ექვსმა მცირე და საშუალო კომპანიამ 11 მლნ ლარის ოდენობით, დამატებითი  ინვესტიციები მოიზიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები