2 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ყვლზ სწრფ ავტდზღვვ - თიბისი დაზღვევა

რას აქცევენ ადამიანები ყველაზე დიდ ყურადღებას ავტომობილის დაზღვევისას? - მომხმარებლების კვლევიდან გამოჩნდა, რომ პროდუქტის მთავარი უპირატესობა სწრაფი მომსახურებაა. ამ მონაცემებზე დაკვირვებით, თიბისი დაზღვევამ ახალი კამპანია ჩაუშვა - ყვლზ სწრფ ავტდზღვვ.

 

10 წუთზე ნაკლებ დროში ანაზღაურებული ზარალებით და ყველაზე სწრაფი მომსახურებით თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვევის ბაზრის პირველ პოზიციას და 32%-იან წილს იკავებს. ყვლზ სწრფ ავტდზღვვ-ს კამპანიის მიზანი კი, მომხმარებლისთვის ყველაზე სწრაფ ავტოდაზღვევთან დაკავშირებული შიდა პროცესების ჩვენებაა.

 

თიბისი დაზღვევის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, ამიტომაც კომპანია მათ ყველაზე სწრაფ, მარტივ და ციფრულ დაზღვევას სთავაზობს. მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ სერვისს - პოლისის გააქტიურებიდან ანაზღაურების მიღებამდე, თიბისი დაზღვევის გუნდი სწრაფი მომსახურებით და ციფრული არხებით ქმნის.

 

ავტოდაზღვევის მარტივად შეძენა მომხმარებელს ფილიალში მისვლის გარეშე შეუძლია, როგორც თიბისი დაზღვევის წარმომადგენლის დახმარებით, ისე ON.TBCINSURANCE.GE-დან. პოლისის გასააქტიურებლად საჭიროა მხოლოდ ავტომობილის მონაცემების და მისი დასურათება.

 

ავტომობილის დაზღვევის შემდეგ, თიბისი დაზღვევის აპით მომხმარებლს შეუძლია ისარგებლოს სწრაფი სადაზღვევო სერვისებით: მიიღოს საგზაო დახმარება, გადაიხადოს ყოველთვიური პრემია, მოითხოვოს რეცხვის ვაუჩერი და დაასურათოს ავტომობილი როგორც სადაზღვევო შემთხვევისას, ისე პოლისის განახლებისას.

 

ავტომობილის დასურათება ციფრულად  B BOT-ის მეშვეობითაც არის შესაძლებელი, რისთვისაც საკმარისია მესენჯერის აპლიკაციაში ბი ბოტთან შესაბამისი მომსახურების არჩევა და ფოტოების ატვირთვა.

რაც მთავარია, ყველა ამ პროცესის უკან დგას თიბისი დაზღვევის გუნდი, რომელშიც საერთო ღირებულებებით და მიზნებით გაერთიანებული ადამიანები არიან. სწორედ ეს ადამიანები ქმნიან ყველაზე სწრაფ ავტოდაზღვევას, ზრუნავენ მომხმარებლებზე და უმარტივებენ მათ ცხოვრებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები