2 3 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით, დაცულ ტერიტორიაზე პირველი ეკოტურისტული პროექტი - „კასს ლენდი“ გაიხსნა

წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე თიბისის მხარდაჭერით, პირველი ეკოტურისტული პროექტი - „კასს ლენდი“ გაიხსნა.

 

„კასს ლენდი“ ებრაული კომპანია „კასს ჯგუფის“ პროექტია, რომელიც საერთაშორისო კერძო ინვესტიციით, დაცულ ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. „კასს ლენდის“ ჯამური ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, 10 მილიონ ლარს შეადგენს.

 

პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის

 მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

 

ტერიტორიაზე განლაგებულია  კოტეჯები, ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, ჩანჩქერამდე მისასვლელი 1800 მეტრიანი გზა, საკემპინგე სივრცე და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ასევე, მშენებლობის პროცესშია პრემიუმ კლასის სასტუმრო.

 

“წალკის კანიონის გრანდიოზული პროექტი მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცითა და განსხვავებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, რომელსაც ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართული ტურიზმის ბრილიანტი. 240 მეტრიანი შუშის ხიდი, ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, დარწმუნებული ვარ მსოფლიო მასშტაბით ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ამ უნიკალური ნაგებობის გინესის რეკორდების წიგნში შეტანის შესახებ”, - ეკატერინე თორდია, “კასს გრუპ” ჰოლდინგის CEO.

 

“საქართველოში ტურიზმის აქტიურ აღდგენასთან ერთად, ახალი ტურისტული მიმართულებები ჩნდება და ქვეყანა სრულიად განსხვავებულ პოტენციალს ითვისებს. მოხარულები ვართ, რომ ტურისტულ რუკაზე, თიბისის მხარდაჭერით გაჩნდა ადგილი, სადაც უნიკალური ბუნება და თანამედროვე ინფრასტრუქტურა იდელაურად ერთიანდება და სრულიად განსხვავებული სამოგზაურო გამოცდილება იქმნება. მსგავსი ტიპის მსხვილი პროექტები, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას, ასევე ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესსა და ნდობას ზრდის.  თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, აღნიშნული მიმართულებით თიბისის მიმდინარე პორტფელი 373 მლნ ლარის დაფინანსებას შეადგენს. ბაზრის 45%-იანი წილით, ტურიზმის სექტორის დაფინანსების მიმართულებით, ლიდერები ვართ. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თიბისის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით 44 სასტუმრო გაიხსნა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფოს აქტიური თანამშრომლობა. „კასს ლენდი“ სწორედ თიბისისა და „აწარმოე საქართველოს“ წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, თიბისის მიერ ჯამურად გაცემული დაფინანსება 2 მილიარდ ლარს შეადგენს და 4600 კომპანიას აერთიანებს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები