0 8 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ქართული ოცნება ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს" - ვაშაძე

 გიორგი ვაშაძე განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. არ ვიცი, სხდომათა დარბაზში იგეგმება თუ გარეთ, ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ისინი აპირებენ ჩემს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში მოჭიდავე და გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ. “ქართულ ოცნებას” პასუხი არ აქვს საკითხებზე, რასაც ვსვამთ და გინდათ გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. უკან არ დავიხევთ და საზოგადოებას თქვენ რეალურ სახეს ვაჩვენებთ. დავალება არის გაცემული პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები