0 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზაფხულისთვის - მაისის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, აუცილებელია ავტომობილების ცხელი დღეებისთვის მომზადება. ტემპერატურის ცვლილების გამო, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დეტალის შემოწმება თუ შეცვლა.

ყველაზე ცხელი სეზონის დადგომამდე „თეგეტა მოტორსი“ ავტომომხმარებელს აქციებს სთავაზობს. 26-დან 31 მაისამდე ქეშბექი და ფასდაკლება იმოქმედებს როგორც საბურავებზე, ისე აკუმულატორებზე, საცხებ-საპოხ მასალებზე, დანადგარებსა და სერვისზე.

ზაფხულისა და ზამთრის საბურავებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა, რაც, პირველ რიგში, მათ შემადგენლობას უკავშირდება - ზაფხულის საბურავში არსებული ნივთიერება მაღალ ტემპერატურაზე აქტიურდება, რაც ერთიორად ზრდის მის მოჭიდებას საფართან. ზამთრის საბურავის შემადგენლობა კი დაბალ ტემპერატურაზე უკეთ გადის სამუშაო დიაპაზონზე. უსაფრთხო მგზავრობისთვის საბურავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მათი სეზონურად შეცვლა.  

მაისის აქციების ფარგლებში, „თეგეტა მოტორსში“ PIRELLI-სა და MICHELIN-ის ბრენდის საბურავების შეძენის შემთხვევაში, 30%-იან ქეშბექს მიიღებთ. იგივე შეთავაზება ვრცელდება BEX-ისა და VARTA-ს ბრენდების აკუმულატორებზეც.

ტემპერატურის მატება მოქმედებს აკუმულატორზეც. აუცილებელია მისი დიაგნოსტიკა, ხოლო დაზიანების აღმოჩენისას -  დაუყოვნებლივ შეცვლა. ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელი დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებს.

გამართული ავტომობილით გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია საცხებ-საპოხი მასალების დროული შემოწმება და შეცვლა, ავტომწარმოებლების მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად. „თეგეტა მოტორსში“  30%-იანი ქეშბექი საცხებ-საპოხი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე მოქმედებს.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების პარალელურად, საგაზაფხულო შეთავაზებები ვრცელდება როგორც DAYCO-ს ღვედებზე, ისე TOTAL-ის, TOPTUL-ისა და RING-ის ხელსაწყოებზე. ამ ბრენდების თითოეული ნივთის შეძენისას „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს გადახდილი თანხის 30%-ს დაუბრუნებს.

ქეშბექის ქულებს „თეგეტას“ სერვისით სარგებლობის შემთხვევაშიც დააგროვებთ.

თუ ფილიალში მოსვლას ვერ ახერხებთ, ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტას“ ონლაინ შოპზე, სადაც თქვენი ავტომობილისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები