1 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა - ლევან სილაგავა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი წისქვილკომბინატების დახურვის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ლევან სილაგავას თქმით, საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და წისქვილკომბინატები სამუშაოებს გააჩერებენ.

„პრობლემა, რომელიც წისქვილკომბინატების დახურვის შესახებ არსებობს, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან. ამ პრობლემის შესახებ, თვეების განმავლობაში, ჩვენ სამმხრივ სამუშაო ჯგუფთან ვმუშაობთ, რომელიც წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობის მაღალი რანგის წარმომადგენლების დონეზე. ჩვენ იმიტომ ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, რომ სამმხრივმა სამუშაო ჯგუფმა თავი ამოწურა. ყველას მოსაზრება იყო, რომ პრობლემა დგას და ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერი არის მთავრობის თავმჯდომარე, ის ასევე ეკონომიკური ბლოკის ზემდგომია, მისი გადასაწყვეტია ეს სიტუაცია”,- განაცხადა სილაგავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები