0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მცხეთა-ძეგვის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

 

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 6.4 კმ-იანი (კმ 5-კმ11.2) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქალაქ მცხეთას და სოფლებს: არმაზსა და ძეგვს გაივლის

სამშენებლო კომპანიამ „რეფორმა“ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და უამინდობით გამოწვეული გართულებული სამუშაო პროცესების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. დაპირებისამებრ, სამუშაოები განახლდა და პროექტის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში იგეგმება. აღნიშნული გზის კეთილმოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და დამსვენებლებისთვის.

 

შპს „რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი“ (ყოფილი „ენსისი“) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის კმ5-კმ11.2 (მცხეთა-ძეგვი) მონაკვეთის და ხევზე მდებარე აივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ასრულებს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები