0 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი ”Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” გამართავს

დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ”Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” გამართავს. არ გამოტოვოთ ღონისძიება, სადაც სპიკერები მიმდინარე საინტერესო პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და სიახლეებზე მოგიყვებიან.

 

ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში შეძლებთ: https://bit.ly/3vB7y2a

 

Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს. ღონისძიების სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ისინი ისეთ თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა:  

 

•          საქართველოს ბანკის მობილბანკის მომავალი

•          გადახდების მართვის მეთოდი ბიზნესისთვის

•          ბიზნესისთვის საჭირო სერვისები

•          ყიდვის ახალი გამოცდილება

•          ქართული ენის ტრანსფორმაცია

•          სწრაფი და მოქნილი პლატფორმა ციფრული პროდუქტებისთვის და სხვა.

 

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3w2IGzh

კომენტარები

მსგავსი სიახლეები