0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის

ლიბერთის ახალი ფილიალი ბათუმში ლიბერთი განაგრძობს ინფრასტუქტურის განახლებას და ახალი ფილიალების გახსნას. ამჯერად ლიბერთის ახალი ფილიალი ბათუმში, ( ჭავჭავაძის 103 ნომერში) გაიხსნა, სადაც მომხმარებელი სრულ საბანკო მომსახურებას მიიღებს. "ახალი ლიბერთის სტრატეგიის მთავარი მიზანი ადამიანებზე ზრუნვა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ და ვაგრძელებთ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა და ახალი ფილიალების გახსნის პროცესს. ლიბერთი, მესამე სისტემური ბანკია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში გვაქვს 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრი და 640-მდე ბანკომატი. სერვის ცენტრების გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია განახლებული ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. აქტიურად ვთანამშრომლობთ მეწარმეებთან და ფერმერებთან. დღეისათვის 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიას ვემსახურებით. მომავალშიც გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თანამედროვე საბანკო პროდუქტების მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებას.“- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი. სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები