2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით KTW-მ მზის ელექტრო სადგურები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით საინტერესო პროდუქტების დანერგვას და შეთავაზებას განაგრძობს. გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, ბანკმა ბიზნესებს ეკომეგობრული გადაწყვეტა-„ენერგოკრედიტი“ შესთავაზა. მზის პანელების შესაძენად განკუთვნილი პროდუქტით უკვე არაერთმა კომპანიამ ისარგებლა, მათ შორის “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” (KTW).

პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიერ 1 025 734 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა, რაც KTW-ს პატარძეულის საწარმოში 450 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტრო სადგურის მონტაჟს მოხმარდა. აღნიშნული  APM-ისა და Helios Energy Georgia-ს ჩართულობით განახორციელდა.

„საწარმოს წლიური ენერგიის მოხმარება დაახლოებით 900 000 კვტ-ს უტოლდება, ხოლო მზის ელექტრო სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია დაახლოებით 590 000 კვტ-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამომუშავებული ენერგიის წლიური ეფექტი 65% მიაღწევს, რაც დაახლოებით 200 000 ლარს უდრის. მზის ელექტრო სადგურით გამოთავისუფლებული ელ. ენერგია და ფინანსური რესურსი კვლავ  საწარმოს განვითარებას მოხმარდება. ეს კი  პირდაპირ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე. სამომავლოდ, ვგეგმავთ მზის ელექტრო სადგურები მანავის, ველისციხის, ჩოხატაურისა და დაბა ქედის ქარხნებშიც განვათავსოთ. ეს დადებითად აისახება როგორც გარემოზე, ასევე კომპანიის საქმიანობაზე, ვინაიდან შემცირებული ხარჯების ფონზე, შევძლებთ მეტად ვიზრუნოთ კომპანიაზე“,- აცხადებს KTW-ს წარმომადგენელი, კობა ხარხელი.

„საქართველოს ბანკისა და KTW-ს თანამშრომლობა 8 წელს ითვლის. ამ დროის მანძილზე, გვქონდა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა კომპანიის სხვადასხვა პროექტებისთვის, იქნებოდა ეს მანქანა-დანადგარების გადაიარაღება, ქარხნების და სასტუმროების მშენებლობა თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ „ენერგოკრედიტის“ ფარგლებში კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ კომპანიის საქმიანობის განვითარებაში. „ენერგოკრედიტის“ უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად, ის ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ KTW-ს სამომავლო საქმიანობაში. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ბიზნესებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე.

ინფორმაციისთვის, KTW ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა და დღეს 2 500-მდე ადამიანს ასაქმებს. KTW ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით დამზადებულ ჭაჭას აწარმოებს, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

უფრო მეტი ინფორმაცია ენერგოკრედიტზე ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3K9vVJk

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები