1 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მელიტოპოლის მერის გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსების მიერ დატყვევებული მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი თავისუფალია.

მისი თქმით, გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ფედოროვი უკვე ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის.

ივან ფედოროვი ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს. 12 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მელიტოპოლის გატაცებული მერი ცოცხალია, თუმცა რუსი ოკუპანტები მას აწამებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები