1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება, კულებას განცხადებით, არსებობს რადიაციის გაჟონვის საფრთხე

“უკენერგოს” ინფორმაციით, რუსი სამხედროების შეჭრის შედეგად, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე გათიშულია ელექტროენერგია.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც და წერს, რომ ელექტრომომარაგების სისტემა დაზიანებულია და რადიაციის გაჟონვის საფრთხე არსებობს:

“სათადარიგო დიზელის გენერატორები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს 48 საათის განმავლობაში კვებავს. შემდეგ ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემა გაითიშება, რაც საფრთხეს შეუქმნის რადიაციის გაჟონვას.

რუსეთის მიერ წარმოებული ბარბაროსული ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. პუტინმა ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს!” – წერს კულება “ტვიტში”.

 

“უკენერგოს” ცნობით, ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ, ს შემდეგაც სადგურზე ავარიული დიზელ-გენერატორები ჩაირთო, რომლებსაც მხოლოდ 48 საათი შეუძლია მუშაობა.

“ბრძოლა გრძელდება, რაც ამჟამად შეუძლებელს ხდის ელექტროენერგიის შეკეთებას და აღდგენას. ელექტროენერგიის გარეშეა ქალაქი სლავუტიჩიც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები