1 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ევროკავშირმა რუსეთს 5-პუნქტიანი სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გამო ახალი სანქციები დაუწესა. სულ სანქციების პაკეტი 5 პუნქტს მოიცავს: ფინანსური სექტორი, ენერგიტიკის სექტორი, ტრანსპორტის სექტორი, ექსპორტის ფინანსირების აკრძალვა და სავიზო პოლიტიკა. 

ევროკომისიის პრეზიდენტის უსრულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციები რუსული საბანკო ბაზრის 70% შეეხება. ასევე სანქციები დაუწესდება წამყვან სახელმწიფო კომპანიებს, რომლებიც თავდაცვის სფეროში მუშაობენ. 

ლაიენის თქმით, ევროკავშირის სანქციები ხელს შეუშლის რუსეთს ნავთობის გადამუშავებასა და გაყიდვაში. 

"მეორე, ჩვენი სამიზნეა ენერგეტიკული სექტორი, საკვანძო ეკონომიკური არეალი, რომელიც განსაკუთრებით სარგებლის მომტანია რუსეთისთვის. მესამე პუნქტი იქნება ევროკავშირის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავებისა და სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა. მეოთხე, რაც ევროკავშირის პაკეტში შევა, მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე რუსეთის წვდომის შეზღუდვა იქნება", - ამბობს ფონ დერ ლაიენი. 

ასევე, სანქციები შეეხება დიპლომატების, მათთან დაკავშირებული ჯგუფებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ვიზებს.

"ეს მოვლენები ახალი ეპოქის დასაწყისია. პუტინი ცდილობს დაიმორჩილოს მეგობარი ევროპული ქვეყანა. ძალით ცდილობს ევროპის რუკის შეცვლას. ის დამარცხდება", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები