2 1 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანიის, Kong-ის პარტნიორი გახდა

 

თიბისი მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანიის, Kong-ის პარტნიორია. ამიერიდან, ამერიკული კომპანია თიბისის API-ეკოსისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩაერთვება და საკუთარ მძლავრ ტექნოლოგიურ რესურსს, ექსპერტულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებისაკენ მიმართავს.

 

Kong-ის პლატფორმის დანერგვა თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ნაწილია. შეთანხმების საფუძველზე, კომპანია თიბისის API Gateway-პლატფორმას შესთავაზებს - ამასთანავე, ახალ პლატფორმაზე მიგრაციისას, Kong-ი თიბისის საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს და API-ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და თანამშრომლების გადამზადების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

 

პარტნიორობის შედეგად, თიბისის ციფრული სერვისების მიწოდების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწება, რაც კომპანიის დეველოპერთა და მომხმარებელთა ცხოვრებას  უკეთესობისკენ შეცვლის. Kong-ის API-მენეჯერ პლატფორმა მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, როგორც თიბისის მიერ კომპანიის მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესათავაზებლად, ასევე ახალი პროდუქტების დასანერგად საჭირო დროის მინიმუმამდე შესამცირებლად. API-მენეჯერი თიბისის გუნდებს შესაძლებლობას მისცემს, პროდუქტები სხვებისგან დამოუკიდებლად, სრულიად დეცენტრალიზებულად მართონ, უფრო ეფექტური და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შექმნან და მათი ყოველდღიურ ცხოვრება კიდევ უფრო გაამარტივონ.

 

Kong-ი საერთაშორისო ტექ. ბაზარზე წამყვანი ამერიკული კომპანიაა. Kong-ი აწარმოებს, როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე მენეჯერულ სერვისებს, რომლებიც ჭკვიანი ავტომატიზაციის გზით, API-ებს და მიკროსერვისებს - ქლაუდს, Kubernetes-სა და დატაცენტრებს უკავშირებენ. Kong-ის სერვისების დაკავშირების პლატფორმა ციფრულ ინოვაციას შესაძლებელს ხდის - ორგანიზაციებს შეუძლიათ API-ების სრული ციკლი და თანამედროვე არქიტექტურებისთვის საჭირო სერვისები საიმედოდ და დაცულად მართონ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები