0 8 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 17 მაისის საქმეზე 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3  მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე- 14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთად. სასამართლომ ასევე დაადგინა მე-11 მუხლის დარღვევა (შეკრების აკრძალვა), მე -14 მუხლთან ერთად.

სასამართლომ დაადგინა, რომ ამ მუხლების დარღვევაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფებისგან და ასევე, ვერ უზრუნველყო ადეკვატური გამოძიება.

დაზარალებულები არიან 35 ქართველი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია (ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი და იდენტობა).

სასამართლოს პრეს რელიზში ნათქვამია, რომ 2013 წლის აპრილ-მაისში, დაზარალებულებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაეცვა ისინი რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომ აღენიშნათ, ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე 17 მაისს რუსთაველის გამზირზე, თბილისში და ჩაეტარებინათ ჩუმი “ფლეშ-მობი”. რაზეც, პრეს რელიზში აღნიშნულია, რომ მთავრობამ მათ უსაფრთხოება აღუთქვა, თუმცა შესთავაზა დემონსტრაციის გადატანა პუშკინის ქუჩაზე, რათა პირდაპირი შეჯახება მოსალოდნელ 10 000 მოწინააღმდეგე დემონსტრანტთან აერიდებინათ.

“2013 წლის 17 მაისს, პუშკინის ქუჩაზე მისულ 12 აქციის მონაწილეს დახვდა 35000-40 000მოწინააღმდეგე დემონსტრანტი. ჯგუფი, რომელიც აქციის მონაწილეებისგან პოლიციის კორდონით იყო გამოყოფილი იმუქრებოდა სიკვდილით და სკანდირებდა ჰომოფობიურ შეურაცმხყოფელ სიტყვებს.” – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრეს რელიზში.

სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ათასობით დემონსტრანტი 12 ადამიანს ხისა და რკინის ჯოხებით გამოეკიდა, შემდეგ კი მათ ავტობუსებს ქვები დაუშინა. მოგვიანებით ერთერთ აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რომელიც სავაჭრო ობიექტს შეეფარა და თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ, პოლიციის მსგავსად გადაცმული გამოიყვანა. ამ მონაწილის მიმართ სტრასბურგმა სახელმწიფოს დააკისრა 6 000 ევროს გადახდა, რადგან პოლიციამ მას წვერი გააპარსინა და გადაცმის იძულებით დაამცირა. 

10 000 ევროს გადახდა კი სახელმწიფოს იმ დაზარალებულის მიმართ დაეკისრა, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო.

სასამართლოს დასკვნის თანახმად, არ აქვს მნიშნველობა 27-ივე დაზარალებულმა მიიღო თუ არა ფიზიკური დაზიანება, არამედ მნიშნველოვანია ის, რომ ისინი იყვნენ საფრთხეში და გარშემორტყმული აღმოჩნდნენ ჰომოფობიური ჯგუფებით, რომელიც მათ ემუქრებოდნენ.

გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს პრეს რელიზში ნათქვამია, რომ სასამართლოს აქვს ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ვიდეო მტკიცებულება, რომ პოლიციელები, არა მარტო არ რეაგირებდნენ ძალადობრივი ჯგუფების მიერ პოლიციის კორდონის გარღვევაზე, არამედ მათ გზას უხსნიდნენ კიდეც.

სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელისუფლებას არ მიუღია ზომები და არასდროს გაუხდია პრიორიტეტად დაზარალებულთა დაცვა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები