0 8 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ფეხბურთის დღესასწაული ბათუმში - საჩემპიონო სვლა, ფანების პერფორმანსი

 

·         საქართველოს 2021 წლის ჩემპიონებმა ზეიმი ბათუმის ქუჩებში გააგრძელეს

·         კლუბის ავტობუსმა რუსთაველის გამზირი ფანების ოვაციების თანხლებით გაიარა

·         ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

 

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონმა დინამო ბათუმმა მიღწეული წარმატება ზღვისპირა ქალაქის მთავარ გამზარზე, თავის გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა! ისტორიაში პირველი საჩემპიონო ფარის მოპოვების შემდეგ, 4 დეკემბერს, გია გეგუჩაძის გუნდმა ბათუმში, რუსთაველის გამზირზე საჩემპიონო მსვლელობა გამართა. 


მსვლელობის ეპიცენტრი ბათუმში წმ. ბარბარეს ეკლესიიდან დრამატულ თეატრამდე მონაკვეთი იყო. ავტობუსმა, რომლის სახურავზე დინამოელები საჩემპიონო ფარითა და ოქროს მედლებით იმყოფებოდნენ, გზა გულშემატკივრების ოვაციების თანხლებით განვლო. საკლუბო ატრიბუტიკითა და მაშხალებით შეირაღებულმა "პირატებმა" ჩემპიონებს მორიგი პერფორმანსი მოუწყვეს.

მსვლელობა ბათუმის ბულვარის კოლონადებთან დასრულდა, სადაც ზეიმი გალა კონცერტით გაგრძელდა.


დინამო ბათუმმა საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა და დამომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნული ლიგის სეზონი 75 ქულით დაასრულა, ბოლო მატჩში კი თავის საშინაო არენაზე გორის დილასთან ფრედ (2:2) ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგ საზეიმო ვითარებაში საჩემპიონო ფარი და ოქროს მედლები ჩაიბარა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები