0 6 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კოვიდგადატანილებისთვის უვადო "მწვანე სტატუსის" მინიჭების გადაწყვეტილება შესაცვლელია – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე არ ეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კოვიდ-გადატანილებისთვის "უვადო მწვანე სტატუსის" მინიჭებას ითვალისწინებს.

„ჩემი აზრით შესაცვლელია“– ეს განცხადება მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდის ერთხელ გადატანა რეინფიცირებისგან არ გიცავს.

„უკვე გამოქვეყნებულია კვლევები... გარდა ამისა კორონავირუსით რეინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევა ჩვენც გვაქვს ქვეყანაში. კოვიდის გადატანა იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ვირუსი აღარ დაგემართება“, - თქვა პაატა იმნაძემ.

კითხვაზე - მაშინ რატომ მიიღეს უვადო მწვანე სტატუსი იმ ადამიანებმა, ვინც ერთხელ გადაიტანა კოვიდი, მან უპასუხა: „კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს ეს შეიცვლება. ჩემი აზრით შესაცვლელია“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები