1 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარაბეთი SBC Awards-ზე, „წლის საუკეთესო სპონსორი კომპანიის“ კატეგორიის ფინალშია

აჭარაბეთი SBC Awards-ზე, „წლის საუკეთესო სპონსორი კომპანიის “ კატეგორიის ფინალისტებს შორისაა. 14 დეკემბერს, გამარჯვებულებს 43   სხვადასხვა განსხვავებულ კატეგორიაში გამოავლენენ. სწორედ მათ შორისაა „წლის საუკეთესო სპონსორი კომპანია“ ,რომლის 8 ფინალისტში კომპანია „აჭარაბეთი“ მოხვდა.

აჭარაბეთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად
ორიენტირებულია ქართული სპორტის და სპორტსმენების მხარდაჭერაზე. 
კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა,
მისცეს მათ  შესაძლებლობა  გამოავლინონ  საკუთარი  პოტენციალის  მაქსიმუმი  და
იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

‘’აჭარაბეთმა” ქართული სპორტის დასახმარებლად უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 8 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ამ ხნის განმავლობაში, 10 -ზე მეტ ფედერაციასთან და სპორტულ ორგანიზაციასთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. გარდა ამისა კომპანიას ამ დროისთვის ოცამდე საპატიო ელჩი ჰყავს, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან.

„ძალიან ვამაყობთ, რომ  SBC Awards-ის ფინალისტებს შორის ვართ, როგორც „წლის სპონსორი კომპანია’’.ეს ჩვენი კომპანიის  მიერ განხორციელებული პროექტის საერთაშორისო აღიარებაა. “-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

SBC (Sports Betting Community) 2009 წელს, ლონდონში დაარსდა და SBC News-ის საშუალებით, მომხმარებელს „გემბლინგის“ სფეროს უახლესს ამბებს აცნობს. ასევე, მისი ნაწილია SBC Events, რომელიც „სპორტბეთინგში“ მოღვაწე კომპანიებისთვის, ყოველწლიურად, საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს და გამოფენებს ატარებს. მათ შორისაა  SBC Awards, სადაც ყოველ წელს, სხვადასხვა კატეგორიაში, საუკეთესო „გემბლინგ“ კომპანიებს აჯილდოებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები