0 6 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პური 10 თეთრით გაძვირდა – პურის მცხობელთა ასოციაცია

“პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ პური 10 თეთრით გაძვირდა. მისი განმარტებით, ფასების ზრდა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულების მატებამ განაპირობა.

„ვადასტურებ, რომ პურის ფასზე 10 – თეთრიანი ზრდა არის. დღეს მსოფლიოში ხორბლის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა, 300 დოლარს გასცდა. როგორც ცნობილია, ჩვენ სუბსიდირების პროგრამა დავასრულეთ, სახელმწიფო თითქმის 1 წელი ცდილობდა, პური არ გაძვირებულიყო, თუმცა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რომ დავაკვირდეთ, იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტი ხორბალი მოჰყავთ, იქ პურის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოში. აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ან სომხეთის მაგალითი რომ ავიღოთ. როდესაც ამ სურათს ვუყურებთ, პურზე 10 – თეთრიანი ცვალებადობა არამგონია ისე მტკივნეული იყოს, ამ ფაქტს ფასების მკვეთრი ზრდა დავარქვათ”,– ამბობს დოლიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში პურის დეფიციტი არ არის და დისტრიბუცია მუშაობს.

მისი აზრით, პურის ფასის 10-თეთრიან მატებას “ქვეყანა არ დაუქცევია“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები