1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ხვალ, 2 ოქტომბერს ყველა თქვენგანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში.
მინდა მივმართო ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს და თანამშრომლებს და მადლობა ვუთხრა იმისათვის, რასაც აკეთებენ და გააკეთებენ არჩევნების დღეს. მადლობა თავდაუზოგავი გარჯისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ეწევით თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ხშირად უწევს უსამართლო და დაუმსახურებელი საყვედურის, შენიშვნის, ხშირად კი, ღია შეურაცხყოფის მოსმენა. მე პირადად გაძლევთ იმის გარანტიას, რომ არცერთი შეურაცხყოფა, ხშირად პროვოკაციული თუ აგრესიული ქმედება თქვენს მიმართ, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე.
ამასთან, ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, მინდა მოგმართოთ, რომ ყველა ერთად აღვიჭურვოთ მოთმინებით, ყურადღებით და პასუხისმგებლობით, რომ მაღალ პროფესიულ დონეზე შევძლოთ არჩევნების პროცესის ორგანიზება. მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის გაკეთებაში და არ დავუშვათ იოტისოდენა ეჭვიც იმაში, რომ ჩვენს საარჩევნო უბნებში შეიძლება მოხდეს რამე უმსგავსობა, უწესრიგობა და უსამართლობა.
მინდა მივმართო დამკვირვებლებს, ყურადღებით და პასუხისმგებლიანად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პროცესი და არჩევნების დღე.
მინდა ასევე მივმართო მედიას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წინასაარჩევნო პროცესის და არჩევნების დღის გაშუქებაში და ვთხოვო, მაქსიმალურად ფართოდ, დეტალურად, მიუკერძოებლად გააშუქონ არჩევნების პროცესი და მიაწოდონ მოსახლეობას სრული და ობიექტური ინფორმაცია არჩევნების შესახებ.
მინდა მოვუწოდო პოლიტიკური პარტიების წევრებს, გარწმუნებთ, რომ ყველა თქვენგანის უფლება, თითოეული ხმა და თქვენ მიერ ამომრჩევლის მხრიდან მოპოვებული მხარდაჭერა იქნება გარანტირებულად დაცული. ამასთან, მინდა მოგიწოდოთ, ჩვენთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებთან ერთად, უზრუნველვყოთ მშვიდი და საქმიანი გარემო არჩევნებზე.
და ბოლოს, ისევ მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, ძვირფასო მეგობრებო, არჩევნების დღე ყოველთვის არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ეს არის იმედის, მომავლის, მშვიდობის და ჩვენი ქვეყნის განვითარების არჩევის დღე. გარწმუნებთ, რომ ყველა თქვენგანის ეს უზენაესი არჩევანის გაკეთების უფლება, იქნება გარანტირებული კონსტიტუციით და ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით. თქვენ გექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
მოდით არჩევნებზე, მოდით, ყველამ ერთად ჩავატაროთ არჩევნები!
არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 უბანი.
ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი.
არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი.

საარჩევნო უბნები 7 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 8 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამასთან, მინდა განვმარტო, რომ ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განახლებული შემადგენლობით, ამომრჩევლისთვის მაღალი სტანდარტის სერვისის მიწოდებისა და პანდემიის ფონზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, მოკლე დროში გასწია მოცულობითი სამუშაო და ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფს თავისუფალ, მშვიდ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს".

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...