2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 59 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 59 ადამიანი. 

ჩატარდა 46 389 ტესტი. 

დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღეში 10.86%-ია, 7 დღეში - 10.98%; 

19 აგვისტოს აიცრა 23 986 ადამიანი.

20 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 907 665 აცრა. სრულად აცრილია 266 962 ადამიანი. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან: 

თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა - 677, იმერეთი - 573, ქვემო ქართლი - 277, შიდა ქართლი - 304 გურია - 120, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 297, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი - 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.

ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებულია 58 995 ადამიანი, საიდანაც: 7 238 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 188, აჭარაში - 951, იმერეთში - 1 045. 

მძიმე პაციენტია 1 477 პირი, მათ შორის, თბილისში - 617, აჭარაში - 145, იმერეთში - 334. 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 ადამიანი,  მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 26, იმერეთში - 20. 3 458 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 649 - თბილისში, 1 333 - აჭარაში. 

48 299 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 72, ხოლო აჭარაში - 5.

სულ  6 ოქტომბრიდან - 19 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 25 070 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 933 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 332, პირი, აჭარაში - 8 203, იმერეთში - 5 126.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები