1 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ფაიზერით“ ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი

აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისვე თქმით, ქსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ „ფაიზერთ“ ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც.

„მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე მიღებული გამოცდილებიდან და აცრების შემდეგ გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, ასე რომ ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ „ფაიზერთ“ ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. დაახლოებით შვიდი დაწესებულებაა, რომელმაც გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები