1 8 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან ისრაელიდან საქართველოში მოგზაურობა იკრძალება

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შედის, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება. 

უწყების ცნობით, აღნიშნული სტატუსის გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, წითელი ნუსხის ქვეყნებისათვის შეზღუდვები გაამკაცროს. ეს გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპის მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები