1 2 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო – დავით ოქიტაშვილი

 

„კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება. მე ჩემს ფავორიტს, კახის წარმატებას ვუსურვებ,“ – ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.

ოქიტაშვილის თქმით, კახი მისი უახლოესი მეგობარია და მეგობარიც რომ არ იყოს, როდესაც აირჩიეს, საქმიანობას გულით შეუდგა და ძალიან ბევრი გასაკეთებელი დარჩა.

„ძალიან გამიხარდა, რომ ეს შეთავაზება მიიღო და კვლავ თბილისის მერი იქნება. იდეალური არავინაა ამქვეყნად, ყველას აქვს რაღაც შეცდომები.. ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, ვაცადოთ იმ საქმეების დაწყება და დამთავრება, რაც გააკეთა. მინდა, ოპოზიციასაც ვუსურვო წარმატება, მსურს კახის ღირსეული კანდიდატურა  დაუპირისპირონ  და ღირსეულმა გაიმარჯვოს,“ – განუცხადა „მეტრონომს“ დავით ოქიტაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები