0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ მოექცა შსს ლექსო ლაშქარავას ოჯახს? – “ეს არ მოხდებოდა, არა! – ლექსოს მეუღლე

„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მეუღლე, ირინა ლომსაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„ყველას მინდა დიდი მადლობა მოუხადო გვერდში დგომისთვის. სამწუხაროდ დღეს ზარებსაც ვერ ვპასუხობდი. ასევე ყველა დანარჩენს მოვუწოდებ კორექტულობისკენ. ეს ადამიანი 10 წლის ბავშვის მამა იყო და ამ ბავშვმა ამ ქვეყანაში ჯერჯერობით უნდა იცხოვროს! რა პოზიციაც არ უნდა გეკავოთ, დამეთანხმეთ, რომ ლექსო დღეს არის მსხვერპლი!

უკვე ცხადია იმ მოძალადე ჯგუფების პოზიციები დღევანდელი ამბის გაშუქების დასაწყისშივე… ეს მათთვის ლოგიკური დასასრული იყო. 5 ივლისიდან დაწყებული, მე პირადად როგორ შოკურ მდგომარეობაშიც ჩავვარდი, დღეს ამ ამბავმა კინაღამ ბოლო მომიღო. ოჯახს, ასეთ მძიმე ემოციურ ფონზე, როგორც მოგვექცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მე ვერ დავარქმევ სახელს! არ ვიცი… მეტად უფრო არაპროფესიონალიზმია პირველ რიგში…

თუმცა სხვა საკითხებიც არსებობს და ამაზე ამ წუთებში არ შემიძლია საუბარი. რა შედეგიც არ დაიდება საბოლოოდ… ეს არ მოხდებოდა! არა! იურიდიულად ატრიალეთ როგორც გინდათ …არ მოხდებოდა რომ დაგეცვათ!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები