2 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოსბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi-ს მორიგი ვორქშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ს თანამშრომლობით, 7 ივლისს, 16:00 საათზე ვორქშოპი სახელწოდებით „AppliedDeepReinforcementLearning" გაიმართება.

ღონისძიება ონლაინ, Zoom-ის ფლატფორმის გამოყენებით ჩატარდება. დასწრება ნებისმიერ მსურველს, აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციის გავლით შეუძლია https://bit.ly/3qwtgAe

შეხვედრას პროგრამული ინჟინერიის განხრით, Microsoft-ის კონტრაქტორი შოთა ელყანიშვილი გაუძღვება. ვორქშოპიმოიცავს როგორცმანქანური სწავლების ერთ-ერთ მიმდინარეობაზე- DeepReinforcementLearning-ზეთეორიული ინფორმაციის გაზიარებას, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს, სადაც მონაწილეები თეორიულ მასალაზე დაყრდნობით შექმნიან სისტემასPyTorch-ის (მანქანური სწავლების ერთ-ერთი ფრეიმვორქის) გამოყენებით.

ვორქშოპის სამუშაო ენა ქართულია.დასწრების მსურველებს, სასურველია, ჰქონდეთ მანქანური სწავლების, კერძოდ ნეირონული ქსელების ბაზისური ცოდნა.

„უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბანკი DataFest Tbilisi-სთან პარტნიორობით არაერთი ღონისძიების თუ სემინარის მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთ ასეთ ვორქშოპს- „AppliedDeepReinforcementLearning" დავუჭიროთ მხარი. ვორქშოფის მეშვეობით დამსწრეებიგაეცნობიანახალალგორითმსდამისიგამოყენების გზებს, რის შემდეგაც მონაწილეები შეძლებენ სისტემის თავად აწყობას. საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს მეტი მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას, რადგან ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა პროგრამული ინჟინერებისთვის, მიიღონ სასარგებლო რჩევები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია სფეროს პროფესიონალებისგან",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ინფორმაციისთვის, შოთა ელყანიშვილიMicrsoft-ის კონტრაქტორია, პროგრამული ინჟინერიის განხრით. მანამდე კი, საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერადმუშაობდა. ის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამა"ლიდერატორის" და ინფორმატიკის ცენტრ მზიურის ლექტორია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები