2 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“აჭარაბეთი ‘’ წყალბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორი გახდა

კომპანია აჭარაბეთსა და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში აჭარაბეთი ფედერაციის გენერალური პარტნიორი გახდა.

“აჭარაბეთისთვის სპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური პარტნიორები გავხდით. მითუმეტეს ახლა, როდესაც საქართველი პირველად მასპინძლობს მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს“ — განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი გუჯაბიძემ.

“აჭარაბეთი გახდა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური პარტნიორი. წინ საინტერესო პერიოდი გველის,  მითუმეტეს ახლა როდესაც თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს მასპინძლობს.

მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ - FINA საქართველოს პირველად მიანიჭა. ასეთი ტურნირების ჩატარება ვერ მოხერხდება, თუ გვერდით ძლიერი პარტნიორი არ გყავს და დიდი მადლობა აჭარაბეთს ამ მხარდაჭერისთვის“— აცხადებს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი.

 

მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალისმატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1-ელ ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბ” ჯგუფში იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. „ა” ჯგუფში ერთმანეთს ყაზახეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და იტალია შეეჯიბრებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები